საქართველო ყოველთვის იყო ევროპა

საქართველო ყოველთვის იყო ევროპა

საქართველო ყოველთვის იყო ევროპა და ჩეხეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

აღნიშნული განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იან ჰამაჩეკიმ საჯარო ლექციაზე (აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებიდან ევროპულ სახელმწიფომდე - პრაღისა და თბილისის გადმოსახედიდან) გააკეთა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ევროკავშირის დანარჩენმა წევრმა ქვეყნებმაც შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გამოხატონ საქართველოს მიმართ.

კითხვაზე, საქართველო ევროგაერთიანების წევრი როდის უნდა გახდეს, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხი არ აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ 6 ქვეყანას შორის, საქართველოს ყველაზე პოზიტიური შედეგი აქვს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ემხრობა მოსაზრებას, ქვეყნების მიმართ მოდელირებული, ინდივიდუალური მიდგომა იყოს და გამოთქვა იმედი, რომ აღმოსავლეთპარტნიორობის ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის საკითხი არ არის მარტივი. ჟენევასა და პრაღაში მიმდინარე მოლაპარაკებებს ის დადებითად აფასებს.