ჩემს იმპიჩმენტს რეალობასთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს სასტუმრო „რუმსში“ განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს უმცირესობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც დავით ნარმანიას მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდება.
„ ასეთი მოწოდებები არც პირველი და არც უკანასკნელი არ იქნება, ამას უკვე მიჩვეული ვარ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე , ოპოზიცია აცხადებს, რომ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ნარმანიამ ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რის გამოც უნდა გადადგეს, ნარმანიამ ასე უპასუხა: „თორემ რას მიზამენ?” ”რანაირ კითხვებს სვამთ, რა პასუხი უნდა გაგცეთ ამაზე“, - მიმართა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კანონის ფარგლებშია და ამით ქალაქი არ იზარალებს, პირიქით, ქალაქში კიდევ ერთი რეკრეაციული ტერიტორია გაჩნდება.