ამ დისკის სახელწოდებაა “Overexposed” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 26 ივნისს გამოვა. ნამუშევარში ჯგუფის მიერ ჩაწერილი ათი ახალი კომპოზიცია იქნება განთავსებული.
ამ ჩანაწერის მომზადებაში მონაწილეობა არ მიიღო “Maroon 5”-ის კლავიშებზე დამკვრელმა ჯესი კარმაიკლმა, რომელმაც ჯგუფი დროებით დატოვა და სოლო კარიერა წამოიწყო. მის ნაცვლად ჯგუფის წევრებმა პი-ჯეი მორტონი მიიწვიეს. ეს უკანასკნელი მუსიკოსებს უახლოეს საგასტროლო ტურნეშიც გაყვება.
საინტერესოა, რომ “Maroon 5”-ის ლიდერს ადამ ლევინს უახლოეს მომავალში ერთ-ერთ ტელესერიალში გადაიღებენ.
აშშ-ში სერიალი “საშინელებათა ამერიკული ისტორია” გასული წლის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ ფილმის შემქმნელების გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სერიაში ადამ ლევინიც მიიღებს მონააწილეობას.
ჯერჯერობით უცნობია მუსიკოსი რა სახის პერსონაჟს განასახიერებს. ასევე საიდუმლოებით არის მოცული ადამის მომავალი ჰონორარის რაოდენობა.