საქართველოს ოკუპაციის საკითხზე საუბრის გარეშე ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარება წარმოუდგენელია

საქართველოს ოკუპაციის საკითხზე საუბრის გარეშე ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარება წარმოუდგენელია

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს ოკუპაციის საკითხზე საუბრის გარეშე ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარება წარმოუდგენელია.

ირაკლი ალასანია ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებების პირველი პირების შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ასეთი შეხვედრა კარგად დაიგეგმოს.

„მე მგონია, რომ გარემოებები თავისით არ შეიქმნება. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგის გაჩენაში ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, უნდა მოვილაპარაკოთ ძალიან მძიმე საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის ოკუპაცია. ამის გარეშე, ბუნებრივია, ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარება წარმოუდგენელია. ჩვენ სწორად ვიქცევით, რომ პრაგმატული ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ეს არ არის სიახლე. სიახლე იქნება ის, როდესაც პოლიტიკურ დღის წესრიგში გაჩნდება ახალი საკითხი, ეს უნდა იყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფორმები და გზები“, - განაცხადა ალასანიამ.