„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის აზრით, ქართულმა მხარემ უარი არ უნდა თქვას ლავროვი-ჯანელიძის შეხვედრაზე, თუკი შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა იარსებებს.
თუმცა, როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს, ჯანელიძე-ლავროვის შესაძლო შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს, შეხვედრა კონტრპოზიტიურად ეჩვენება.
”თუ შეხვედრა იქნება მომზადებული და იქნება კონკრეტული თემები, სადაც იარსებებს შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა, რა თქმა უნდა, შეხვედრაზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არ მიმდინარეობს არავითარი მზადება, როდესაც რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს, როდესაც 2 დღის წინ პრეზიდენტმა პუტიმა ცალ-ცალკე მიულოცა საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ფაშიზმზე გამარჯვება, როდესაც გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება, ამ ყველაფრის ფონზე შეხვედრა მე მეჩვენება კონტპოზიტიურად“, - განაცხადა ბაქრაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთი შეხვედრის შემდეგ რუსეთი შეეცდება დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები, რომ არ ჩაერიონ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, რადგან ის ვითარდება.
„ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ასეთი შეხვედრიდან. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, კარგად გაიაზრონ ეს საფრთხე და უბრალოდ უაზრო პიარქულების ჩაწერისთვის ნუ ჩაატარებენ ასეთ შეხვედრას, რადგან ეს ვერ მოიტანს ვერანაირ სარგებელს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.