გროზნოში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

გროზნოში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

ჩეჩნეთის დედაქალაქში, პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას სამართალდამცავთა შორის მსხვერპლი მოჰყვა.

თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცავებს ორი შეიარარებული პირი დაესხა თავს. ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, 4 - დაშავდა.

სამართალდამცავებმა მეორე ტერორისტის ლიკვიდირება შეძლეს.