ჟან-კლოდ იუნკერი:  ყველა ევროპელს სურს, ბრიტანეთი მათ ოჯახში დარჩეს

ჟან-კლოდ იუნკერი: ყველა ევროპელს სურს, ბრიტანეთი მათ ოჯახში დარჩეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ბრიტანელებს მიმართავს და აცხადებს, რომ ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან “განუსაზღვრელად დააზიანებს” ევროპული ქვეყნების თანაშრომლობას ყველა სფეროში.

როგორც euroline.ge წერს, იუნკერმა აღნიშნა ისიც, რომ ყველა ევროპელს სურს, ბრიტანეთი მათ ოჯახში დარჩეს.

”დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბრიტანეთის გასვლა განუსაზღვრელად დააზიანებს ევროპულ თანამშრომლობას, თუმცა არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება, რადგან მჯერა რომ ბრიტანელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ”, - განაცხადა იუნკერმა.