გიორგი მარგველაშვილი - 9 მაისი არის ბოროტებაზე კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება

გიორგი მარგველაშვილი - 9 მაისი არის ბოროტებაზე კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება

9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით ვაკის პარკში განაცხადა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველომ.

”ჩვენ შეგვიძლია ქართველებმა, რაოდენობით პატარა ერმა ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ ქართველებმა და საქართველომ შეიატანეს,” - განაცხადა პრეზიდენტმა.
ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე დილიდან იკრიბებიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები. ვაკის პარკში მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკოსებსაც ელოდებიან.