პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდა

პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ნათლულები სამების საკათედრო ტაძარში დალოცა. 
პატრიარქმა საკუთარ ნათლულებს და მათ მშობლებს კვირაცხოვლობა და ნათლისღება მიულოცა. 
„გილოცავთ კვირაცხოვლობას და ნათლისღებას, ღმერთმა დალოცოს ჩემი ნათლულები, მათი მშობლები და სრულიად საქართველო“, - ბრძანა პატრიარქმა.
სამების საკათედრო ტაძარში 43-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდა.