ალექსანდრა ჰოლ ჰოლი - პროვოკაციებზე თუ ვისაუბრეთ, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთს შორის

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი - პროვოკაციებზე თუ ვისაუბრეთ, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთს შორის

ძალიან ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში 150 სამხედროს გამოგზავნა გადაწყვიტა. ასე გამოეხმაურა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, უწყება დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლება Noble Partner 2016-ს პროვოკაციად მიიჩნევს.

„ჩვენ ნამდვილად ძალიან ვამაყობთ Noble Partner-ში მონაწილეობის მიღებით. მიგვაჩნია , რომ ეს არ არის პროვოკაცია, არამედ არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობისა უსაფრთხოების კუთხით, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო ღრმავდება. პროვოკაციებზე თუ ვისაუბრეთ, მინდა ვთქვა, რომ, ჩემი მოსაზრებით, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთს შორის“, - განაცხადა ელჩმა.


მან მაღალი შეფასება მისცა ქართული კონტინტენგის მონაწილეობას ერაყსა და ავღანეთში, ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროებთან ერთად. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს სამხედრო პარტნიორობას“, - აღნიშნა ელჩმა. „ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის დანაკარგს, რომელიც მან ბრძოლის ველზე, ბრიტანელ, ამერიკელ და სხვა სამხედროებთან ერთად გაიღო“, - განაცხადა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა.