დავით ბაქრაძე - დაგეგმილი წვრთნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამერიკულ ჯარებთან თავსებადობას ემსახურება

დავით ბაქრაძე - დაგეგმილი წვრთნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამერიკულ ჯარებთან თავსებადობას ემსახურება

დაგეგმილი წვრთნები და მასზე გამოხმაურებები პირდაპირ მიანიშნებს, თუ ვინ ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ვინ ემუქრება მას, - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოში დაგეგმილი წვრთნები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში დაგეგმილი წვრთნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ქვეყნის ამერიკულ ჯარებთან თავსებადობას ემსახურება. 

„საქართველოში დაგეგმილი წვრთნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, რაც ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, საქართველოს თავსებადობას ამერიკულ ჯართან, რაც არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ეს წვრთნები და მასზე გამოხმაურებები პირდაპირ მიანიშნებს, თუ ვინ ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ვინ ემუქრება მას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.