ათენში მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობს

ათენში მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობს

ათენში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობს. როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, ათასობით ადამიანი საბერძნეთის პარლამენტის შენობასთან არის შეკრებილი, სადაც დღეს, ახალ საგადასახადო და საპენსიო კანონმდებლობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. 

საპენსიო ხარჯების შემცირება საერთაშორისო კრედიტორების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა იმისთვის, რომ საბერძნეთმა ფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღოს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ საპენსიო ხარჯების შემცირება მოსახლეობის ღარიბ ფენას არ შეეხება, თუმცა პროფკავშირები ხელისუფლების ახალ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.