ირაკლი ალასანია ბერლინში, საქართველო-გერმანიის სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ირაკლი ალასანია ბერლინში, საქართველო-გერმანიის სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები ირაკლი ალასანია და ვიქტორ დოლიძე ბერლინში, საქართველო-გერმანიის სტრატეგიულ ფორუმს დაესწრნენ.

პარტიის ინფორმაციით, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ირაკლი ალასანია თემაზე - ”უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები რეგიონში და თანამშრომლობის პერსპექტივები თავდაცვის სფეროში”.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ვიქტორ დოლიძემ. დოლიძის მიმოხილვის მთავარი საკითხი საქართველოში მიმდინარე ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესებზე გერმანიის ხედვა იყო.