ბელგიამ პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი საფრანგეთს გადასცა. ამის შესახებ ბელიგიის პროკურატურამ განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აბდესლამის ექსტრადირების პროცედურა წუხელ, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით განხორციელდა.
ბელგიელმა სამართალდამცველებმა სალაჰ აბდესლამი გასულ თვეს, ბრიუსელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
გასული წლის 13 ნოემბერს, პარიზში, ტერორისტებმა თავდასხმების სერია განახორციელეს. ტერაქტებს 130 ადამიანი ემსხვერპლა, 350-ზე მეტი დაშავდა.
პასუხისმგებლობა თავდასხმებისთვის ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.