საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონგრესმენმა განაცხადა, რომ საბოლოოდ, საქართველო ნატოს წევრი მაინც გახდება.
„ მე განვუცხადე ბატონ პრემიერ-მინისტრს რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მე ვიყავი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების მხარდამჭერი. მიმაჩნია, რომ ნატოს მხრიდან შეცდომა იყო, როდესაც მაშინ ეს ქვეყნები ალიანსმა არ მიიღო თავის რიგებში. დღესაც ვთვლი, რომ ისინი უნდა გაწევრიანდნენ ნატოში, და გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. საბოლოოდ, საქართველო მაინც გახდება ნატოს წევრი“,- აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სიტყვით გამოვა ილინოისის უნივერსიტეტში. გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს და ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.