საზოგადოებრივი აზრის კვლევას კიდევ ერთი ორგანიზაცია ჩაატარებს

საზოგადოებრივი აზრის კვლევას კიდევ ერთი ორგანიზაცია ჩაატარებს

პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრი პოლიტიკური კვლევის ჩატარებას აანონსებს და დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სურვილის შემთხვევაში საკუთარი დამკვირვებლები გამოყონ.

პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენლის, თაკო გულბიანის განცხადებით, კვლევის ჩატარების მიზანი იქნება პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური ლიდერების და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების გარკვევა.

მისი ინფორმაციით, კვლევა ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და სოფელებში, მათ შორის, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ოზურგეთში, დედოფლისწყაროში, საგარეჯოსა და ნინოწმინდაში.

თაკო გულბიანის განმარტებით, მოსახლეობის გამოკითხვა 5 მაისს დაიწყება და 10 მაისისთვის ანალიტიკური ცენტრი კვლევის შედეგების საზოგადოებას გააცნობს.

პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენლის თქმით, რაიდენობრივ კვლევაში ჯამში 1000 მოქალაქის გამოკითხვა იგეგმება.