ირაკლი აბესაძე - დედაქალაქის მთავრობის წევრები საკუთარ ამომრჩევლებს კაბინეტებში ემალებიან

ირაკლი აბესაძე - დედაქალაქის მთავრობის წევრები საკუთარ ამომრჩევლებს კაბინეტებში ემალებიან

როგორც ჩანს, თბილისის მთავრობის წევრებს მრავალრიცხოვანი აქციების ატანა და კაბინეტებიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოყრა მოუწევთ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა. 

აბესაძის თქმით, დედაქალაქის მერს არც კი სურს პასუხები გასცეს შეკითხვებს, რომელიც მის მიმართ არის. 

”დავით ნარმანიას მხოლოდ სურს, რომ თბილისის მთავრობის სხდომაზე ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელონ და პასუხები არ გასცეს იმ კითხვებს, რომელიც მის ამომრჩევლებს აქვთ. დედაქალაქის მთავრობის წევრები საკუთარ ამომრჩევლებს კაბინეტებში ემალებიან. როგორც ჩანს, მოუწევთ მრავალრიცხოვანი აქციების ატანა და კაბინეტიდან ფიზიკური ძალის გამაყენებით გამოყრა, რადგან თბილისელები არ დაუშვებენ იმ შეურაცხყოფას, რასაც ისინი აყენებენ”, - განაცხადა აბესაძემ. 

დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკური ბაღის მითვისება შერჩება. 

დედაქალაქის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმიდნარეობს. სხდომაზე რამდენიმე წუთით დასასწრებად შევიდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატები. მათი თქმით, დედაქალაქის მერისგან ვერც ერთ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.