აჭარის უმაღლესმა საბჭომ შეკრება კვორუმის უქონლობის გამო უკვე მეხუთედ ვერ შეძლო

აჭარის უმაღლესმა საბჭომ შეკრება კვორუმის უქონლობის გამო უკვე მეხუთედ ვერ შეძლო

აჭარის უმაღლესი საბჭო კვორუმის უქონლობის გამო უკვე მეხუთედ ვერ შეიკრიბა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სხდომაზე კანონმდებლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა რეგისტრაცია მხოლოდ 10-მა დეპუტატმა გაიარა, მაშინ როცა, კვორუმისთვის მინიმუმ 11 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო. 

სხდომის ჩავარდნამ ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდის წევრებს შორის ხმაურიანი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გამოიწვია. ოპოზიციამ უმრავლესობის მისამართით განაცხადა, რომ ”უნიათოა და საკუთარი მხარდამჭერების შეკრებაც არ შეუძლია”, "ქართულმა ოცნებამ" კი ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტში დაადანაშაულა. 

უმაღლეს საბჭოში კვორუმი ბოლოს 17 მარტს დაფიქირდა. მას შემდეგ, 18 მარტის, 8 აპრილისა და15 აპრილის რიგგარეშე სხდომები, 21 აპრილის პლენარული სხდომა, დღეს კი რიგგარეშე სხდომა, კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა.