თბილისის მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებსა და საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომიდან გამოსულმა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ განუცხადა.
”გამომდინარე იქედან, რომ დედაქალაქის მთავრობის წევრებს არა აქვთ პასუხები ჩვენ შეკითხვებზე, მათ აირჩიეს აგრესიული სტრატეგია, რამაც სხდომაზე შელაპარაკება გამოიწვია. ეს ყველაფერი კი სიტყვიერ შეურცხყოფამდე მივიდა”, -განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
დედაქალაქის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმიდნარეობს. სხდომაზე შევიდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატები, თუმცა მათი თქმით, დედაქალაქის მერისგან ვერც ერთ შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.