”ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, თბილისის მერიასთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებს უცნობმა პირმა შეაგინა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ნაფეტვარიძემ განუცხადა, აღნიშნული პირი პოლიციასთან ერთად იმყოფებოდა და ის სამოქალაქო ფორმაში იყო.
ნაფეტვარიძემ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურს მოსთხოვა რეაგირება და ასევე მიმართა საპატრულო პოლიციასაც. ნაფეტვარიძემ სცადა აღნიშნულ პირთან დალაპარაკება, თუმცა, მისი თქმით, ეს პირი მერიის ტერიტორიაზე შევიდა.
მისი ვინაობის დადგენის მიზნით საპატრულო პოლიციაც დაინტერესდა და აქციის მონაწილეებს სურათების ჩვენება სთხოვა.