საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ძალიან მიშვნელოვანი იყო გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, რომელმაც შექმნა ცალკე ფორმატი არასაპარლამეტო ოპოზიციისათვის. ზვიად ძიძიგურმა გადაცემა 2030ში განაცხადა, რომ საარჩევნო კანონში ცვილებების შეტანის თაობაზე მომუშავე ჯგუფში იყვნენ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებზე ყველა ერთად, ჯამში 7,5 პროცენტს აგროვებს, მაგრამ მიუხდავათ მათი ასეთი დაბალი პროცენტისა, ხელისუფლებამ თქვა, რომ სულერთი არა მათი პოზიცია.
„ამიტომ 13-ვე პარტია პრემიერ-მინისტრთან შეიკრიბა, თავიანთი მოთხოვნები წარმოადგინა. პირველივე შეხვედრაზე ვთქვით, რომ თუ მათი სურვილია, რომ სისტემური ვცლილებები განხორციელდეს, ამაზე საქართველოს პარლამენტში წელიწადი მიმდინარეობდა დაძაბული პოლემიკა და მივაღწიეთ ორსაფეხურიან რეფორმას, ანუ 2016 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ოლქები გავათანაბრეთ, 2020 წლიდან კი გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ამ ორი საფეხურის პირობებში ყველა კმაყოფილდებოდა“,-განაცხადა ძიძიგურმა. მისივე თქმით, ამ ჯგუფმა წამოაყენა ხუთი საკითხი, რომელთაგანაც ერთ-ერთი ბარიერის დაწევა იყო. „მათ რომ თავის დროზე დაეყნებინათ ეს საკითხი ,მოესწრებოდა საკოსტიტუციო ცვლილება. ახლა უბრადლოდ ეს არ ესწრება. ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნები იქნა გათვალისწინებული პრემიერ-მინისტრის და უმრავლესობის მიერ განსაკუთრებით იმ პარტიებისთვის, რომლესაც არჩევნებზე მაღალი შედეგი არ ჰქონიათ და მათთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ცვლილებების განხორციელება. მაგრამ ჩვეთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო ეს სამუშაო ჯგუფიც დაიშალა. ისინი ბრიფინგზე დადგნენ ერთად და თქვეს, რომ ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დაუკმაყოფილა. შევედრაზე თითქოს ყველაფერზე ვთანხმდებოდით, როცა ცალკე გავიდოდნე და დაილაპარკებდნენ, როგორც ეტყობა, ეცვლებოდათ პოზიცია. პრაქტიკულად პარტიებმა უარი თქვეს პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვან შეთავზებაზე და თქვეს, რომ აქციები უნდა დაიწყონ“,- განაცხადა ძიძიგურმა.