აშშ-ის ხუთ შტატში ჩატარებულმა პრაიმერიზმა ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპს გამარჯვება მოუტანა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ე.წ. პირველადი არჩევნები აშშ-ის მერილენდის, პენსილვანიის, დელავერის, კონექტიკუტისა და როდ-აილენდის შტატებში ჩატარდა.
წინასწარი მონაცემებით, ხუთივე შტატში დონალდ ტრამპმა ხმათა 50%-ზე მეტი მოიპოვა.
”რესპუბლიკელები” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პარტიის ოფიციალურ კანდიდატს 18-21 ივლისს, კლივლენდში დაგეგმილ ყრილობაზე წარადგენენ.
„ბიბისი“-ს ცნობით, ”დემოკრატმა” ჰილარი კლინტონმა გამარჯვება მხოლოდ სამ შტატში, დელავერში, მერილენდსა და პენსილვანიაში მოიპოვა.