ბაღდათის გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი გეგეშიძის ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა.
წერეთელის ინფორმაციით, ბრალის ოფიციალურად წარდგენა ე.წ. მოდულის შენობაში 10:00 საათზეა დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, ბაღდათის გამგებელი ბრალს არ აღიარებს. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვას ედავება.
ირაკლი გეგეშიძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და შესაბამისად, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.