მერიასთან პოლიციელებსა და ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა

მერიასთან პოლიციელებსა და ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა

თბილისის მერიასთან სამართალდამცავებსა და ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს მერიის შესასვლელის გათავისუფლება სთხოვეს, რასაც მათი უკმაყოფილება მოჰყვა. 

”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების თქმით, მათ აქვთ უფლება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იდგნენ, რის კონტექსტშიც პოლიციას მოუწოდეს, ”იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მადლობა მიიღონ”, მათ წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს.

თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა შეკრება დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიწყეს. ადგილზე ელოდებიან პარტიის ლიდერებსაც.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს თბილისის მერიის შესასვლელი გადაკეტილი აქვთ. როგორც ისინი აცხადებენ, დავით ნარმანიას და მის მოადგილეებს ცენტრალური შესასვლელიდან არ შეუშვებენ.

მერიასთან საპატრულო პოლიცია დილიდანაა მობილიზებული.