საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს ხვდება. რემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით , შეხვედრა თეთრი სახლში, რუზველტის დარბაზში იმართება. საუბრის დაწყებამდე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიის წინაშე წარდგნენ.

ჯოზეფ ბაიდენი მიესალმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს თეთრ სახლში. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრებენ.