”ქართული ოცნების” ზოგიერთი ლენინელის თუ სტალინელის განცხადება ბრიუსელში გვიქმნის პრობლემას

”ქართული ოცნების” ზოგიერთი ლენინელის თუ სტალინელის განცხადება ბრიუსელში გვიქმნის პრობლემას

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ ”მცირე პრობლემას” ხედავს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სამიდან ერთ-ერთი ”ქართული ოცნების” არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს” უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება.

”არის სამი მცირე პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. პირველი ეს არის ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში. ის კრიზისი, რაც გამოწვეულია არა საქართველოს გამო და არა საქართველოს მიერ, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე. მეორე მცირე პრობლემა, რაც გვაქვს, ეს არის ყოფილი ხელისუფლების, სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა რომ ევროპარლამენტში, კერძოდ ”სახალხო პარტიის” წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეს იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს და მესამე მცირე პრობლემა, რომელიც ჩვენ გაქვს არის ის, რომ ”ქართული ოცნების” ზოგიერთი არც თუ ნორჩი ლენინელი თუ სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ბევრი მათი განცხადება გვხვდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სამივე მცირე საკითხს გავუმკლავდეთ სათანადოდ”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დღეს დაიწყო. დავით უსუფაშვილი უკვე შეხვდა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელსა და ”ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარეს.