რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. სახელმწიფოს საზღვრის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიმდინარე თვეს, ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოახდინა. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რატიფიცირების შემდეგ შესაძლებელი იქნება „საზღვრის საერთაშორისო ფორმალიზება და მისი დემარკაციის დაწყება“.
ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას რუსეთმა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა 2015 წლის 18 თებერვალს მოაწერეს ხელი.