საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები კვლავ გრძელდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "პირWელთან" საუბარში აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით, თარიღთან დაკავშირებით, ახალი არაფერია და შესაბამისი სიახლის შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდება.
იმ დუკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა გამოსცა, მთავრობის შენიშვნები პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე აქვს, თუმცა პასუხი მთავრობის ადმინისტრაციისთვის ჯერ არ გაუგზავნია.
მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდებიან საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის განცხადებით, მაისის დასაწყისში გამოცემს აქტს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაიწყება.
"მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც, ხოლო თუ კიდე რამე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ შევეხიდო მთავრობას არჩევნების ადმინისტრირების ნაწილში ჩემი ფონდიდან“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, დოკუმენტი, რომელიც მან უკვე გამოსცა და რომელსაც ხელი არ მოეწერა, სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული მთავრობასთან.
პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.