“ისლამური სახელმწიფო” სტოკჰოლმში ტერაქტებს გეგმავს

“ისლამური სახელმწიფო” სტოკჰოლმში ტერაქტებს გეგმავს

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” სტოკჰოლმში ტერაქტებს გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კერძოდ, ერაყის უშიშროების სამსახურმა შვედ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ 7 ან 8 მებრძოლი შვედეთში ჩავიდა და თავდასხმას სტოკჰოლმში მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე გეგმავს.

შვედური გამოცემა „Expressen“-ი წერს, რომ ადგილობრივი ძალოვანი უწყებები ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებენ.