რუსეთი იმპერიულ პოლიტიკას დაუბრუნდა და ამის ნათელი მაგალითი საქართველოში, უკრაინასა და ბალტიისპირეთში განვითარებული მოვლენებია.
ასეთი განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„დღეს პოლონეთის ხელისუფლებაში ის ადამიანები არიან, ვისთვისაც ძლიერი და უსაფრთხო სახელმწიფოს მშენებლობა უპირობო პრიორიტეტია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, როგორც შეიცვალა გეოპოლიტიკური სიტუაცია 2008 წლის შემდეგ. არავისთვის არ არის საიდუმლო, რა ქმედებებს ახორციელებს რუსეთის ხელისუფლება და არც ის არ არის საიდუმლო, რომ რუსეთი იმპერიულ პოლიტიკას დაუბრუნდა. ჩვენ ვიცით, რა მოხდა საქართველოში 2008 წელს, ვიცით, რა ხდება ბოლო წლებში უკრაინაში და რა მოხდა ახლახან ბალტიის ზღვაში, რუსული თვითმფრინავების მონაწილეობით“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პოლონეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ძლიერი და ეფექტური არმია, ასევე უსაფრთხოების ურუნველყოფაა.