ქალაქ ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის გადადგომის მოთხოვნით, აქტივისტებმა მერიის შესასვლელი გადაკეტეს და საბურავები დაწვეს.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, მანამდე აქტივისტებს ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა რამდენიმე თავდამსხმელი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
გენადი ტრუხანოვი ქალაქ ოდესის მერ გასული წლის ოქტომბერში გახდა. არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა.