პოლიციამ ორთაჭალის ავტოსადგურზე აქციის ერთი მონაწილე დააკავა. ავტობუსების მძღოლებს გადაკეტილი ჰქონდათ გზა და კომპანია „მეტროს“ ავტობუსს მარშუტზე გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად აქციის მონაწილეებს გზა გაახსნევინეს, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისთვის ერთი პირი დააკავეს.
კომპანია „მეტროს“ ავტობუსმა ორთაჭალის სადგური უკვე დატოვა და 12:00 საათზე დაგეგმილი მარშუტი - თბილისი-ბათუმი საპროტესტო აქციის გამო, ნახევარი საათის გამო დაგვიანდა.
სადგურის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილე მძღოლები. ისინი კომპანია „მეტროს“ საქართველოს ბაზრიდან გასვლას მოითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.