საარჩევნო კამპანიის ვადებთან დაკავშირებით შეიქმნა ხელახალი პრეცედენტები იმისა, რომ მთავრობის ხელმძღვანელი და პრეზიდენტი შეუთანხმებელ ნაბიჯებს დგამენ, რაც კაცმა რომ თქვას, აღარ გვეგონა, რომ მოხდებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ წინასაარჩევნო კამპანიის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე კომენტირებისას განუცხადა.