”ნაციონალური მოძრაობა” რუსთავის მერიის მაღალჩინოსნებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრზე თავდასხმაში ადანაშაულებს

”ნაციონალური მოძრაობა” რუსთავის მერიის მაღალჩინოსნებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრზე თავდასხმაში ადანაშაულებს

”ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრს მამუკა აბულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მამუკა ჩიქოვანმა განუცხადა, აბულაძეს ფიზიკურად რუსთავის მერიის მაღალჩინოსნები გაუსწორდნენ. 

როგორც ჩიქოვნმა განმარტა, მამუკა აბულაძე ფლობს კერძო ბარს რუსთავის ცენტრში და სწორედ მისი ბარის წინ მოხდა მასზე თავდასხმა. 
”ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყეს ჯერ მისი სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა”, - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და მამუკა აბულაძეს ჩვენება ჩამოართვეს.

”წესით გამოძიება უნდა დაწყებულიყო, თუმცა, როგორც გავიგე, ერთ-ერთი თავდამსხმელი და რუსთავის სამხარეო პოლიციის უფოსი იმ დროს, როდესაც ჩვენ კომენტარს ვაძლევდით ჟურნალისტებს, მანქანით წრეს გვარტყამდნენ და შორიდან გვითვალთვალებდნენ”, -განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.