ერევანში ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია შვიდი ადამიანი. როგორც უცხოური მედია წერს, ყველა მათგანი სომხეთის მოქალაქეა.
ინციდენტი დედაქალაქის ცენტრში მოხდა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასაადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. სამართალდამცავებს დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი ავტობუსის მძღოლი.