საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი. ასეთი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ საქართველო თავისი ტრადიციებით, კულტურით, ისტორიით ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და სურს ევროპასთან ერთად განვითარება.
სიტყვით გამოსვლის დროს მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, მათ შორის კანონის უზენაესობას, სტაბილურობას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და სურს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, სადაც ისტორიულად ეკუთვნის ადგილი.
ზვიად კვაჭანტირაძემ ასევე, ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ვიზალიბერალიზაციის გზაზე.