რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთი ”ბოევიკებთან” კავშირში დაადანაშაულა. როგორც euronews.ge წერს, პუტინმა აღნიშნა, რომ თურქეთი ვერ უმკლავდება მეზობელი ქვეყნებიდან ჩასული ”ბოევიკების” ნაკადს.
“თურქეთის მთავრობა, სამწუხაროდ, ვერ უმკლავდება მეზობელი ქვეყნებიდან ჩასული ”ბოევიკების” ნაკადს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათთან კონტაქტი აქვს დამყარებული,”– განაცხადა პუტინმა.