სასამართლო სისტემაში დიდი რყევის შეტანა ქვეყანას ძვირად დაუჯდება, აქედან გამომდინარე, არის კომპრომისები

სასამართლო სისტემაში დიდი რყევის შეტანა ქვეყანას ძვირად დაუჯდება, აქედან გამომდინარე, არის კომპრომისები

სასამართლო სისტემაში დიდი რყევის შეტანა ქვეყანას ძვირად დაუჯდება, აქედან გამომდინარე, არის რაღაც კომპრომისები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, ხარვეზები რომ არ იყოს, საკანონმდებლო ინიციატივებიც არ იქნება.

”წლების განმავლობაში იქმნებოდა სისტემა, რომელიც მორგებული იყო ერთ ადამიანზე - მიხეილ სააკშვილზე. ახლა ნელ-ნელა დგება დრო, რომ ერთი, ორი და ვფიქრობ, მესამე და მეოთხე ნაბიჯიც შეიძლება მოჰყვეს ამ სისტემის დახვეწას. ერთი ხელის მოსმით, სამწუხაროდ, არ ხერხდება ნებისმიერი სისტემის გაუმჯობესება, მით უმეტეს, სასამართლო სისტემაში დიდი რყევის შეტანა - ეს ქვეყანას დაუჯდება ძვირად. აქედან გამომდინარე, არის რაღაც კომპრომისები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კვლავ ქვეყნის ინტერესებით არის განპირობებული, მაგრამ წინსვლა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებების გათვალისწინებით, მათი ღრმა განხილვით, აუცილებელია იმისთვის, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს და დაიხვეწოს სისტემა, რომელსაც აღარ ექნება ხინჯი“, - განაცხადა ვოლსკიმ.