მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ ვახტანგ გომელაურს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოუსმენს

მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ ვახტანგ გომელაურს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოუსმენს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოესწრება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური თავდაპირველად აშშ-ში ვიზიტს გეგმავს, თუმცა აქვს მეორე მივლინებაც.

„ჩვენ გვინდა, რომ მაისში განვიხილოთ ყველა ის ანგარიში, რომელიც არის დღის წესრიგში და მოგვყვება მთელი ეს პერიოდი. შესაძლებელია, ამისთვის მთელი ერთი სასესიო კვირაც კი დაგვჭირდეს, რომ ყველა ანგარიში მოვისმინოთ. მე იმედი მაქვს, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხერხდება არა მხოლოდ სუს-ის ხელძღვანელის ანგარიშის მოსმენა, არამედ სხვა ანგარიშებისაც“, - განაცხადა კობახიძემ.

სუს-ის ხელმძღვანელის გარდა, პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მოსმენასაც გეგმავს.