ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილება, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ არ გაასაჩივრა

ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილება, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ არ გაასაჩივრა

დავით კეზერაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილება, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ არ გაასაჩივრა.

როგორც ადვოკატმა შოთა მინდელმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პროკურატურამ გასაჩივრების ვადა ხელიდან გაუშვა და, შესაბამისად, ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს პროკურატურას დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი ეთქვა, ძალაში შევიდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შოთა მინდელმა დღეს სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინა და მოსამართლე ნინო ელიაშვილს შუამდგომლობით მიმართა, რათა ბრალდების საქმეზე, რომელიც დავით კეზერაშვილის მიერ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ეხება, მტკიცებულებად დაერთოს. მოსამართლემ ადვოკატის აღნიშნული შუამდგომლობა დააკამყოფილა და ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

დღეს ასევე სასამართლომ კეზერაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის პატიმრობაში დატოვა. კანონმდებლობის თანახმად, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ორ თვეში ერთხელ მსჯელობს, ხოლო აღნიშნული ვადა სწორედ დღეს იწურებოდა. დღევანდელ პროცესზე ასევე დავით კეზერაშვილის და ალექსანდრე ნინუას ბრალდების საქმეზე ერთი მოწმე დაიკითხა.