თუ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას საქართველო ოდესმე ისურვებს, მაშინ მას საქართველო აღარ უნდა ერქვას

თუ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას საქართველო ოდესმე ისურვებს, მაშინ მას საქართველო აღარ უნდა ერქვას

თუ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას საქართველო ოდესმე ისურვებს, მაშინ, ამ ქვეყანას საქართველო აღარ უნდა ერქვას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს და ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.

„კარგი ის არის, რომ ეს ადამიანი დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე. კარგი ისაა, რომ თუკი ეს ადამიანი ოდესმე სამშობლოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ის აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. რაც შეეხება განწყობებს, მე არა მგონია, საქართველოში ოდესმე ადამიანებმა ისურვონ დააბრუნონ ის ძალისმიერი რეჟიმი, ის სისტემა, რომელიც იდგა დანაშაულზე, ღირსების შელახვაზე, ადამიანების წამებაზე, საკუთრების უფლების ხელყოფაზე, სიცოცხლის ხელყოფაზე, ქუჩაში სისხლისღვრაზე. ასეთი რეჟიმის დაბრუნებას თუ ოდესმე საქართველო ისურვებს, მაშინ, ამ ქვეყანას უბრალოდ, შეიძლება ითქვას, საქართველო აღარ უნდა ერქვას“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.