ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე დააკავეს

ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე დააკავეს

ბაღდათში, მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დააკავეს.

თვითმხილველებმა „პირWელის“ ადგილობრივ კორესპონდენტს განუცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირი ანტიკორუფციულმა პოლიციამ სამუშაო კაბინეტში დააკავა.

გეგეშიძის დაკავებას მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული პოლიციის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის გამგეობაში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ.

არსებული ინფორმაციით, გეგეშიძე თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით დააკავეს.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა“ ირაკლი გეგეშიძეს დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში უჩივლა.