ამირან ლაგვილავას მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ არა წევრი, არამედ მხარმდაჭერი იყო

ამირან ლაგვილავას მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ არა წევრი, არამედ მხარმდაჭერი იყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან ლაგვილავა აცხადებს, რომ ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი არასოდეს ყოფილა. აღნიშნული განცხადება ამირან ლაგვილავამ “დაიცავი საქართველოს” ლიდერის კახა მიქაიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა. მე არასოდეს ვყოფილვარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. არც დამიწერია არასოდეს განცხცადება პარტიაში შესვლაზე და მითუმეტეს პარტიიდან გასვლაზე როგორ დავწერდი?”, – აღნიშნა ამირან ლაგვილავამ.