თურქეთი რუსეთთან დიალოგის აღდგენის მომხრეა

თურქეთი რუსეთთან დიალოგის აღდგენის მომხრეა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ოფიციალური წარმომადგენლის იბრაჰიმ კალინის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია ორ ქვეყანას შორის არსებული ძლიერი და განვითარებული ურთიერთობები ერთ ინციდენტს შეეწიროს.

„სამწუხაროდ, დიალოგის პროცესს რუსული პროპაგანდა ბლოკავს. ჩვენ, როგორც ინციდენტის დასაწყისში, პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას ვცდილობთ და ეს წინადადება კვლავ ძალაშია“, - აღნიშნა პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, თურქეთი სინანულს გამოთქვამს რუსეთის მიერ გამოთქმულ უსაფუძვლო განცხადებებზე.

„არასწორად ვთვლით, ყოველ ასეთ განცხადებაზე რეაგირება მოვახდინოთ. ჩვენ მზად ვართ, შემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა ერდოღანის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის სუ-24-ის ტიპის ბომბდამშენმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და ის F-16-ის ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო.

ინციდენტის შემდეგ, რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა და რუსეთის ტერიტორიაზე თურქული პროდუქციის შეტანა აკრძალა.