აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს ვინ ვის უკან დგას

აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს ვინ ვის უკან დგას

აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს ვინ ვის უკან დგას, ვინ და როგორ დააფინანსა, მაგრამ ყველაფერი არ არის სალაპარაკო, - ასე უპასხუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშს, რომელიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობას ეხება.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სოფო ვერძეულის შენიშვნას, თუ რატომ გამოქვეყნდა მხოლოდ ერთი ადამიანის ლევან მურუსიძის გასაუბრების ამსახველი მასალა და არა სხვა კანდიდატების, მურუსიძემ უპასუხა, რომ ამაზე თანხმობა თავად გასცა და დაინტერესების შემთხვევაში, სავარაუდოდ, სხვა კანდიდატებიც არ იტყოდნენ უარს.

„შევთანხმდეთ და შევხვდეთ, განვიხილოთ ყველა საკითხი, არ გვინდა აგრესიული ტონი, თორემ მეც მაქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი აქ არ ითქმება. მეც მაქვს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ვის უკან, საიდან დაიწყო ყველაფერი, რა და როგორ მოხდა, ვინ დააფინანსა და ა.შ. ამიტომ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. ყველამ ყველაფერი ვიცით რა ხდება“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მან არასამთავრობო სექტორს მართლმსაჯულების გაუმჯობესების მიზნით შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვისკენ მოუწოდა.