საფრანგეთი და სამხრეთ ევროპული ქვეყნები ევროზონიდან უნდა გავიდნენ

საფრანგეთი და სამხრეთ ევროპული ქვეყნები ევროზონიდან უნდა გავიდნენ

საფრანგეთი და სამხრეთ ევროპული ქვეყნები ევროზონიდან უნდა გავიდნენ, ამის შესახებ ევროპული მედიის ცნობით, გერმანული პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერებმა, იორგ მოიტჰენმა და ალექსანდერ გაულანდმა განაცხადეს.

„ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს საერთო ვალუტა ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან, ფინეთთან ან ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ვინაიდან ამ ქვეყნებს სტაბილურობის ისეთივე კულტურა აქვთ, როგორც ჩვენ“, - აღნიშნეს გერმანელმა პოლიტიკოსებმა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ არის ევროსკეპტიკურად განწყობილი მემარჯვენე რადიკალური პარტია გერმანიაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაარსდა.