გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, სისხლის სამართლის საქმეების გარკვეული ნაწილი უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, სისხლის სამართლის საქმეების გარკვეული ნაწილი უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში რადიკალური რეფორმებია გასატარებელი.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სისხლის სამართლის საქმეების გარკვეული ნაწილი უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ, ხოლო ბიზნესდავები სახელმწიფოსთან საქართველოში ლონდონის საარბიტრაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა.

„სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც ეხება პოლიტიკოსებს, ადამიანის უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, უნდა განიხილონ უცხოელმა მოსამართლეებმა,რომლებსაც ეს ფუნქცია 10 -15 წლის ვადით უნდა გადაეცეთ. სამოქალაქო კუთხით კი რა თქმა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ თუ ბიზნეს დავაა სახელმწიფოსთან, ეს უნდა განიხილოს ლონდონის არბიტრაჟის წარმომადგენლობამ საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, კოსმეტიკური რეფორმები პირიქით აუარესებს სისტემას და ეს დასტურდება ე.წ. მესამე ტალღიდანაც.