"ქართული ოცნება" შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების წარდგენას განაგრძობს

„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. 23 აპრილს პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატს წარდგენს 12:00 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, 13:00 საათზე კი ქალაქ ოზურგეთში.