ამერიკის ოჰაიოს შტატში სროლების შედეგად რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. დაუდასტურებელი მონაცემებით, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი, რომელთა შორის არიან ბავშვებიც. შტატის პროკურატურაში, დაღუპულთა ზუსტ რიცხვს და მომხდარის მიზეზს ვერ ასახელებენ.
ადგილზე პოლიცია უკვე მუშაობს. შემთხვევა ცინცინათის სიახლოვეს, ფაინქთაუნის რაიონში მოხდა.