”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, IRI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე - ვის არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, ”ქართულმა ოცნებამ” შედეგებით , ”ნაციონალურ მოძრაობას” გაუსწრო.
როგორც წიკლაურმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კვლევის ამ ნაწილში, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ”ქართული ოცნება” საერთოდ არ ფიგურირებდა, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა იმ ადამიანების, ვინც არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, IRI-ის მონაცემებით, კითხვაზე ვის არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, გამოკითხულთა 32%-მა ”ქართული ოცნება”, 25%-მა კი ”ნაციონალური მოძრაობა” დაასახელა.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI ) პარტიებისთვის კვლევის შედეგების გაცნობა დღეს დაიწყო. მედიას კი კვლევის შედეგებს IRI მომდევნო კვირას გააცნობს.